
ვინ ვართ ჩვენ?
გრაფიტი უმაღლესი ხარისხის ქართული საღებავების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2022 წელს შეიქმნა და გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. საწარმო აშენებულია სამშენებლო კომპანია ,,ელემენტი’’-ს მიერ, რომლის საქმიანობაც ხარისხის უზრუნველსაყოფად ISO 9001-ით დაწესებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს ემსახურება.
გამომდინარე იქიდან, რომ გრაფიტის საღებავების წარმოება სრულად საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ქმნის უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, ჩვენმა კომპანიამ ,,აწარმოე საქართველოს’’ პროგრამის ფარგლებშიც დიდ წარმატებას მიაღწია და დაფინანსებაც მოიპოვა.
2022 წლიდან დღემდე კი, პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად ერთგულად ვაგრძელებთ ხარისხზე ორიენტირებული ქართული პროდუქტის წარმოებას, რომელიც ევროპულ ბაზარზე არსებულ სტანდარტებს უტოლდება და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს, უმაღლეს ხარისხს, გამორჩეულ სერვისსა და საუკეთესო ფასებს სთავაზობს.
ჩვენი მისია
გრაფიტის უმთავრეს მისიაა აწარმოოს საუკეთესო ხარისხის ქართული საღებავები, რომელიც ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და იქნება ის მოწინავე კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც ქართულ პრემიუმ ხაზის პროდუქტს ქმნის.
რაც მთავარია, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა იმსახურებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც გამორჩეული, დასამახსოვრებელი და ესთეტიური იქნება. გრაფიტის დახმარებით კი შეძლებთ განსაკუთრებული გარემო ხარისხიანი საღებავების მეშვეობით, ყველაზე მისაღებ ფასად შეიქმნათ და თქვენი სურვილები ჩვენთან ერთად აქციოთ რეალობად.
სწორედ ეს არის გრაფიტის მიზანიც, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ქართული წარმოების ფარგლებში საუკეთესო ხარისხთან ერთად კონკურენტული ფასებითაც გამოირჩევა ბაზარზე და ჩვენი პროდუქტების მეშვეობით გარდაქმნილ სივრცეებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაბედნიერებთ.
როგორ უზრუნველვყოფთ საუკეთესო ხარისხს?
უმაღლესი ხარისხი ჩვენი დამახასიათებელი ნიშაა, რომელსაც ბაზარზე მყარად ვინარჩუნებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად მიმდინარეობდეს საღებავების შემცველობების მკაცრი კონტროლი თუ მათი დამზადებისა და წარმოების პირობების შემოწმება საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად.
გრაფიტის საღებავები მზადდება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და უსაფრთხო ნივთიერებებისგან, რომლის მეშვეობითაც იგი მეტეოროლოგიური პირობებისადმი მდგრადი და უვნებელია. ნებისმიერ კლიმატსა თუ ამინდში, ჩვენი საღებავები მაქსიმალურად ინარჩუნებენ კაშკაშა ფერებს, მთლიანობასა და ხანგრძლივ ეფექტს.
ასევე, ჩვენი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია განსაკუთრებული წებო, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საღებავი სხვადასხვა სახის ზედაპირს შეუფერხებლად მიეწებოს, გაუძლოს აქერცვლას, გახეთქვას და შეინარჩუნოს ეფექტი დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენი ბრენდი აღნიშნული წებოების ხარისხითა და მათი მრავალფეროვანი ასორტიმენტითაც გამოირჩევა, რაც ყველასთვის საიმედო არჩევანია.
რა გამოგვარჩევს ყველასგან?
პირველ რიგში, ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლებზე, ითვალისწინებს მათ სურვილებს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, კომფორტს, გემოვნებას და ამასთან ერთად, მათ შესაძლებლობებს. შესაბამისად, გრაფიტის ორიენტირი ხარისხთან ერთად ნამდვილად არის მომხმარებელი, რომელსაც საუკეთესო პროდუქტსა და ფასს ვთავაზობთ.
ასევე, აქ დაგხვდებათ ყველანაირი პროდუქტი, რაც სასურველი სივრცის გალამაზებასა და გემოვნებიანად მოწყობაში დაგეხმარებათ, იქნება ეს სახლის კედლები, ფასადები, აუზი თუ სხვა... რაც მთავარია, თქვენთვის სასურველ პროდუქტს ნებისმიერ ადგილას მოგაწვდით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ყველაფერთან ერთად კი, ჩვენს მრავალფეროვან არჩევანში შეხვდებით ერთ-ერთ უნიკალურ პროდუქტს - ცეცხლმედეგ ზეთოვან საღებავს, რომელიც 2 საათის განმავლობაში იკეთებს დამცავ შრეს და არ აძლევს მეტალს დეფორმირების საშუალებას.