Ultramarin

ფასადის (ექსტერიერის) ემულსიური საღებავი.

დამზადებულია აკრილის სოპოლიმერის ბაზაზე, გაძლიერებული სილოქსანის ელემენტით.

თვისებები: იხსნება წყალში, არ შეიცავს გამხსნელებს, კარგად შეიწოვება, აქვს უმნიშვნელო სუნი, ირეცხება. გამოიყენება  ბეტონის, ნალესი, ბათქაშის, გიფსკარდონის, დეკორატიულად დაფარული ზედაპირებისთვის.

გამოყენების წესი: ზედაპირი უნდა იყოს სწორი, მშრალი, სუფთა, მტვრის ნაწილაკების გარეშე. დაჩხვლეტილი ზედაპირები რეკომენდებულია წინასწარ გასუფთავდეს. პირველი ფენის წასასმელად საღებავი გახსენით 10% წყალში, მეორე ფენისთვის 20% წყალში.

შემდეგი ფენები წაუსვით ყოველი 6 საათის შემდეგ. გამოიყენეთ ფუნჯი, გორგოლაჭი ან საფრქვევი. ზედაპირისა და ჰაერის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +5C. ხელსაწყოები გარეცხეთ დაუყოვნებლივ გამოყენების შემდეგ.

გაშრობის პერიოდი გრძელდება 30 წუთი, სრული გაშრობა 24 საათი. შეღებილ ზედაპირზე ერთი ფენის წასმისთვის საჭიროა დაახლ ოებით 80მლ/მ.