პარკეტის ლაქი
პროდუქტის აღწერა:
ურეთანის ალკიდის ფისოვანი კომბინირებული პარკეტის ლაქი, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იატაკის ზედაპირის სიპრიალეს. ის დიდი ხნის განმავლობაში იცავს ხეს ულტრა იისფერი გამოსხივებისგან, არ ცვლის ხის სტრუქტურას, მდგრადია გაყვითლების მიმართ.
ლაქი გამოიყენება, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. დიდ ხანს ინარჩუნებს ბუნებრივ იერს, უძლებს ატმოსფერო პირობების ცვალებადობას, წყალსა და ტენიანობას. არ შეიცავს ტყვიას. კომფორტულია გამოსაყენებლად არა მხოლოდ იატაკისთვის, არამედ ყველა სახის ხის შიდა და გარე ზედაპირებისთვის. აქვს, როგორც დეკორატიული, ისე დამცავი ფუნქციებო.
გამოყენება:
გაასუფთავეთ ხის ზედაპირები ზეთის, ჭუჭყისა და საღებავის ნარჩენებისგან. რეკომენდებულია დაიტანოთ 2 ფენად და დაელოდოთ თითოეული ფენის გაშრობას 6-8 საათის განმავლობაში. გამოყენებული ხის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. მოხმარების დროს, პროდუქტის სრულ გაშრობამდე გარემო და ზედაპირის ტემპერატურა დასაშვებია +5°C-დან +30°C-მდე. დაიცავით ყინვისგან.
ზედაპირს წაუსვით ფუნჯით, ლილვაკით ან მფრქვეველით.
ტექნიკური მახასიათებლები:
2 სიმკვრივე: 0,93 გ/მლ / მოხმარება: 8-12 მ /ლ ერთ ფენაზე, მოხმარება შეიძლება განსხვავდებოდეს, როგორც ხის ტიპის, ზედაპირის მდგომარეობის და ფენების რაოდენობის, ისე გამოყენების მეთოდების მიხედვით.
მოცულობა: 2,5 ლიტრი