დამხმარე საშუალებები

გაეცანით პროდუქტებს, რომლებიც ამარტივებს მშენებლობისა და რემონტის პროცესს. 

ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს შემაკავშირებელ საშუალებებს, გრუნტებს, საფარებსა და დამამუშავებელ საშუალებებს, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა ზედაპირებისა და გამოყენებისთვის. 

Რაც მთავარია, ყველა საშუალება არის გამძლე და უმაღლესი ხარისხის.

კვარც გრუნტი

განკუთვნილია მინერალური ზედაპირების (ბეტონი, აგური, ქვიშა-ცემენტი, თაბაშირი), თაბაშირის მუყაოს და OSB დაფების მოსამზადებლად შიგნიდან და გარედან, ქმნის მაღალი ადჰეზიის ფენას სილიკონის დეკორატიულ გამოყენებამდე.

რეკომენდირებულია მისი გამოყენება ფასადის თბოიზოლაციის სისტემებში იზოლირებული ქაფის პლასმასისგან ან როგორც დროებითი დამოუკიდებელი საფარი ზამთრის პერიოდში გარე თერმული სისტემების კონსერვაციისთვის.

შემადგენლობა: წყალ-პოლიმერული დისპერსია, კვარცის და მარმარილოს შემავსებელი, პიგმენტები, მოდიფიცირებული დანამატები. ამაგრებს ზედაპირს და აუმჯობესებს წებოვნებას, ამცირებს და ერთგვაროვანს ხდის ბაზის შთამნთქმელ უნარს, მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედებისა და წყლის მიმართ.

მახასიათებლები: გამხსნელი წყალია / მოხმარება 0,25–0,35 კგ/მ² / გაშრობის დრო 4-დან 6 საათამდეა

Ბეტონო კონტაქტი

შემადგენლობა: აკრილის თანაპოლიმერი, პოლიმერული დანამატი, არაორგანული შემავსებლები
დანიშნულება: განკუთვნილია გლუვი, მსუბუქად შემწოვი ზედაპირების დასამუშავებლად, წებოვნების ასამაღლებელი ძირითადი ფენის წარმოსაქმნელად ჭერზე, შიდა და გარე კედლებზე, რითაც ხელს უწყობს ბათქაშის და გაჯის გამაგრებას.

გამოყენების წესი: დასამუშავებელი ზედაპირი უნდა იყოს მაგარი, მშრალი, სუფთა, ნესტის და ცხიმის ლაქებისგან გასუფთავებული. გამოყენების წინ კარგად აურიეთ. წყლით გაზავება შეიძლება ბეტონკონტაქტის წონის 10%-ის ოდენობით. გამოიყენეთ ლილვაკი ან საფრქვევი (ფენის სისქე 1.5მმ). მკვრივ,გლუვ სუსტად შემწოვ ზედაპირებზე ადგეზიური ფენის წარმოსაქმნელად სამუშოები უნდა შესრულდეს არანაკლებ +5C ტემპერატურის პირობებში.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ხელსაწყოები უნდა გაირეცხოს თბილი წყლით.

ტყვიის შემცველობა არ აღემატება 0ppm-ს (0,009%).