მეტალის ზედაპირის შეღებვისას მნიშვნელოვანია გამოიყენოთ სპეციალური ზეთოვანი საღებავი, რომელიც გამძლე საფარს შექმნის და მის ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს.
ჩვენი წარმოების ზეთოვანი ცეცხლმედეგი საღებავები სწორედ ასეთი ზედაპირის შესაქმნელად გამოიყენება და განსაკუთრებულად ეფექტური და გამძლეა, რადგან 2 საათის განმავლობაში იკეთებს დამცავ შრეს და არ აძლევს მეტალს დეფორმირების საშუალებას.
Super Matt
ინტერიერის ემულსიური საღებავი, რომელიც დამზადებულია აკრილის სოპოლიმერის ბაზაზე
თვისებები: იხსნება წყალში, არ შეიცავს გამხსნელებს. კარგად შეიწოვება, აქვს
უმნიშვნელო სუნი, ირეცხება.
გამოიყენება: ნებისმიერი სახის ბეტონი, ნალესი, მინერალური ზედაპირი, შპალერი,
შეღებილი ზედაპირი.
გამოყენების წესი: ზედაპირი უნდა იყოს სწორი, მშრალი, სუფთა, მტვრის ნაწილაკების
გარეშე. დაჩხვლეტილი ზედაპირები რეკომენდებულია წინასწარ გასუფთავდეს.
პირველი ფენის წასასმელად საღებავი გახსენით 10% წყალში, მეორე ფენისთვის 20%
წყალში. შემდეგი ფენები წაისმევა ყოველი 6 საათის შემდეგ. გამოიყენეთ ფუნჯი,
გორგოლაჭი ან საფრქვევი. ზედაპირის და ჰაერის მინიმალური ტემპერატურა უნდა
იყოს +5C. ხელსაწყოები გარეცხეთ დაუყოვნებლივ გამოყენების შემდეგ. გაშრობის
პერიოდი გრძელდება 30 წუთი, სრული გაშრობა 24 საათი. შეღებილ ზედაპირზე ერთი
ფენის წასმისთვის საჭიროა დაახლოებით 80მლ/მ. შეინახეთ მშრალ, გრილ პირობებში
(არა გაყინულ გარემოში) – 2 წელი
ეკო ოთახი
ინტერიერის კედლებისთვის
ინტერიერის ემულსიური საღებავი დამზადებულია აკრილის სოპოლიმერის ბაზაზე.
თვისებები: იხსნება წყალში, არ შეიცავს გამხსნელებს. კარგად შეიწოვება, აქვს უმნიშვნელო სუნი, ირეცხება.
გამოიყენება: ნებისმიერი სახის ბეტონის, შპალერის, მინერალური და შეღებილი ზედაპირებისთვის.
გამოყენების წესი:
ზედაპირი უნდა იყოს სწორი, მშრალი, სუფთა, მტვრის ნაწილაკების გარეშე. დაჩხვლეტილი ზედაპირები რეკომენდებულია წინასწარ გასუფთავდეს.
პირველი ფენის წასასმელად საღებავი გახსენით 10%-იან წყალში, მეორე ფენისთვის კი 20%-იან-ში. შემდეგი ფენები წაუსვით ყოველი 6 საათის შემდეგ. სამუშაოდ გამოიყენეთ ფუნჯი, გორგოლაჭი, ან საფრქვევი.
ზედაპირის ან ჰაერის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +5 C. გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ გარეცხეთ ხელსაწყოები. გაშრობის პერიოდი გრძელდება 30 წუთი, სრული გაშრობა – 24 საათი.
შეღებილ ზედაპირზე ერთი ფენის წასმისთვის საჭიროა 80 მლ/მ საღებავი.
შეინახეთ მშრალ, გრილ პირობებში (არაგაყინულ მდგომარეობაში 2 წელი).
მწარმოებელი შპს ქოლორ გრუპ 2022
მისამართი გამარჯვება 1, საქართველო
პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ აღემატება 90 ppm-ს (0.009%)
მოცულობა 15 ლიტრი