პროდუქცია
კვარც გრუნტი
განკუთვნილია მინერალური ზედაპირების (ბეტონი, აგური, ქვიშა-ცემენტი, თაბაშირი), თაბაშირის მუყაოს და OSB დაფების მოსამზადებლად შიგნიდან და გარედან, ქმნის მაღალი ადჰეზიის ფენას სილიკონის დეკორატიულ გამოყენებამდე.
რეკომენდირებულია მისი გამოყენება ფასადის თბოიზოლაციის სისტემებში იზოლირებული ქაფის პლასმასისგან ან როგორც დროებითი დამოუკიდებელი საფარი ზამთრის პერიოდში გარე თერმული სისტემების კონსერვაციისთვის.
შემადგენლობა: წყალ-პოლიმერული დისპერსია, კვარცის და მარმარილოს შემავსებელი, პიგმენტები, მოდიფიცირებული დანამატები. ამაგრებს ზედაპირს და აუმჯობესებს წებოვნებას, ამცირებს და ერთგვაროვანს ხდის ბაზის შთამნთქმელ უნარს, მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედებისა და წყლის მიმართ.
მახასიათებლები: გამხსნელი წყალია / მოხმარება 0,25–0,35 კგ/მ² / გაშრობის დრო 4-დან 6 საათამდეა
პარკეტის ლაქი
პროდუქტის აღწერა:
ურეთანის ალკიდის ფისოვანი კომბინირებული პარკეტის ლაქი, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იატაკის ზედაპირის სიპრიალეს. ის დიდი ხნის განმავლობაში იცავს ხეს ულტრა იისფერი გამოსხივებისგან, არ ცვლის ხის სტრუქტურას, მდგრადია გაყვითლების მიმართ.
ლაქი გამოიყენება, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. დიდ ხანს ინარჩუნებს ბუნებრივ იერს, უძლებს ატმოსფერო პირობების ცვალებადობას, წყალსა და ტენიანობას. არ შეიცავს ტყვიას. კომფორტულია გამოსაყენებლად არა მხოლოდ იატაკისთვის, არამედ ყველა სახის ხის შიდა და გარე ზედაპირებისთვის. აქვს, როგორც დეკორატიული, ისე დამცავი ფუნქციებო.
გამოყენება:
გაასუფთავეთ ხის ზედაპირები ზეთის, ჭუჭყისა და საღებავის ნარჩენებისგან. რეკომენდებულია დაიტანოთ 2 ფენად და დაელოდოთ თითოეული ფენის გაშრობას 6-8 საათის განმავლობაში. გამოყენებული ხის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. მოხმარების დროს, პროდუქტის სრულ გაშრობამდე გარემო და ზედაპირის ტემპერატურა დასაშვებია +5°C-დან +30°C-მდე. დაიცავით ყინვისგან.
ზედაპირს წაუსვით ფუნჯით, ლილვაკით ან მფრქვეველით.
ტექნიკური მახასიათებლები:
2 სიმკვრივე: 0,93 გ/მლ / მოხმარება: 8-12 მ /ლ ერთ ფენაზე, მოხმარება შეიძლება განსხვავდებოდეს, როგორც ხის ტიპის, ზედაპირის მდგომარეობის და ფენების რაოდენობის, ისე გამოყენების მეთოდების მიხედვით.
მოცულობა: 2,5 ლიტრი
ქვის ლაქი მატი
Stone lack matt- ბეტონის და ქვის ლაქი აკრილის ფუძეზე, მქრქალი ქვის ეფექტით. გამოიყენება ქვის,აგურის და ბეტონის ზედაპირებისთვის, როგორც შიდა ასევე გარე სამუშაოებისთვის.
თვისებები: წარმოქმნის მყარ ზედაპირს, მდგრადია ამინდის ცვლილებებისა და ულტრაიისფერისხივების მიმართ, მდგრადია ხეხვის და მექანიკური ზემოქმედების მიმართ, მაქსიმალურად იცავსსხვადასხვა ლაქებისგან, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს გამხსნელს, შრება მალე, წყალშიხსნადია და უსუნო.
ზედაპირის მომზადება: ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, მშრალი, მტვრის, ზეთოვანი ლაქებისა დაძველი საღებავის კვალის გარეშე.
ქვის ლაქი პრიალა
Stone lack glossy – ბეტონის და ქვის ლაქი აკრილის ფუძეზე. სველი ქვის ეფექტით. გამოიყენება ქვის, აგურისდა ბეტონის ზედაპირებისთვის, როგორც შიდა ასევე გარე სამუშაოებისთვის.
თვისებები: წარმოქმნის მყარ ზედაპირს, მდგრადია ამინდის ცვლილებებისა და ულტრაიისფერისხივების მიმართ, მდგრადია ხეხვის და მექანიკური ზემოქმედების მიმართ, მაქსიმალურად იცავსსხვადასხვა ლაქებისგან, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს გამხსნელს, შრება მალე, წყალშიხსნადია და უსუნო.
ზედაპირის მომზადება: ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, მშრალი, მტვრის, ზეთოვანი ლაქებისა დაძველი საღებავის კვალის გარეშე.
ქვის ლაქი სატინი
Stone lack satin – ბეტონის და ქვის ლაქი აკრილის ფუძეზე. აბრეშუმისებრი ქვის ეფექტით. გამოიყენება ქვის, აგურის და ბეტონის ზედაპირებისთვის, როგორც შიდა ასევე გარე სამუშაოებისთვის. თვისებები: წარმოქმნის მყარ ზედაპირს, მდგრადია ამინდის ცვლილებებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ, მდგრადია ხეხვის და მექანიკური ზემოქმედების მიმართ, მაქსიმალურად იცავს სხვასახვა ლაქებისგან, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს გამხსნელს, შრება მალე, წყალში ხსნადია და უსუნო. ზედაპირის მომზადება: ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, მშრალი, მტვრის, ზეთოვანი ლაქებისა და ძველი საღებავის კვალის გარეშე.
Ბეტონო კონტაქტი
შემადგენლობა: აკრილის თანაპოლიმერი, პოლიმერული დანამატი, არაორგანული შემავსებლები
დანიშნულება: განკუთვნილია გლუვი, მსუბუქად შემწოვი ზედაპირების დასამუშავებლად, წებოვნების ასამაღლებელი ძირითადი ფენის წარმოსაქმნელად ჭერზე, შიდა და გარე კედლებზე, რითაც ხელს უწყობს ბათქაშის და გაჯის გამაგრებას.
გამოყენების წესი: დასამუშავებელი ზედაპირი უნდა იყოს მაგარი, მშრალი, სუფთა, ნესტის და ცხიმის ლაქებისგან გასუფთავებული. გამოყენების წინ კარგად აურიეთ. წყლით გაზავება შეიძლება ბეტონკონტაქტის წონის 10%-ის ოდენობით. გამოიყენეთ ლილვაკი ან საფრქვევი (ფენის სისქე 1.5მმ). მკვრივ,გლუვ სუსტად შემწოვ ზედაპირებზე ადგეზიური ფენის წარმოსაქმნელად სამუშოები უნდა შესრულდეს არანაკლებ +5C ტემპერატურის პირობებში.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ხელსაწყოები უნდა გაირეცხოს თბილი წყლით.
ტყვიის შემცველობა არ აღემატება 0ppm-ს (0,009%).